ფეხბურთი

22:48 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზინჩენკო "არსენალის" ფეხბურთელია

„მანჩესტერ სიტის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს. „მეთოფეთა“ ვებგვერდმა ინფორმაცია დაადასტურა.

ზინჩენკომ „არსენალთან“ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და არაოფიციალური ინფორმაციით, მიკელ არტეტას გუნდს მისი ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

25 წლის უკრაინელი მცველი „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან თამაშობდა და 128 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. მანამდე ის რუსულ „უფაში“ ირჯებოდა, ერთი სეზონი კი იჯარით პსვ ეინდჰოვენში იყო.

0.11957