ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში მექსიკის ჩემპიონატში ითამაშებს. 39 წლის ფეხბურთელმა „პუმასთან“ კონტრაქტი გააფორმა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ დანის შეთავაზებები MLS-დან და ბრაზილიიდან ჰქონდა, მან მექსიკური კლუბი აირჩია, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
დანი ალვეში ბოლოს „ბარსელონაში“ თამაშობდა, სადაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა და 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის კატალონურ გრანდში 2008-2016 წლებშიც ირჯებოდა, გარდა ამისა, „ბაიას“, „სევილიას“, „იუვენტუსის“, პსჟ-სა“ და „სან პაულოს“ რიგებშიც აქვს ნათამაშები. დანი ალვეშს ბრაზილიის ნაკრებში 2006 წლიდან დღემდე 124 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ცნობილია, მას მიმდინარე წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების განაცხადში მოხვედრა სურს.