ტელეკომპანია Rai-ს ჟურნალისტმა ფაბრიციო კაპელამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია. როგორც მან აღნიშნა, მისი აზრით, ხვიჩა სერია A-ში 2023-2024 წლების სეზონში გაიბრწყინებს, თუმცა ჩრდილში არც ამ სეზონში იქნება.
„კვარაცხელიაზე ფსონს მომდევნო სეზონში გავაკეთებდი, მაგრამ ასევე ამ სეზონშიც. ვხედავ, რომ ის საკმარისად მზადაა და ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ყველა მითითების სწორად აღქმას და გააზრებას ახერხებს“, - თქვა კაპელამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ შაბათს კასტელ დი სანგროში შეიკრიბება და პრესეზონის მეორე ნაწილს დაიწყებს, რომლის ფარგლებში ოთხ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, პირველს კი 27 ივლისს, თურქულ „ადანა დემირსპორთან“.