სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ „კალიარიდან“ თავდამსხმელი ჟოაო პედრო დაიმატა. თურქულმა კლუბმა გამოცდილ ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჟოაო პედრო „კალიარიში“ 2014 წლიდან თამაშობდა და 271 შეხვედრაში 86 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ატლეტიკო მინეიროში“, „პალერმოში“, „გიმარაეშში“, „პენიაროლში“, „სანტოსსა“ და „ეშტორილში“ ირჯებოდა.
30 წლის ჟოაო პედრო ბრაზილიელია, თუმცა ცოტა ხნის წინ იტალიის მოქალაქეობა მიიღო და იტალიის ნაკრებში ამ დროისთვის ერთი მატჩი აქვს ჩატარებული.