ფეხბურთი

10:25 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემმა" ჯესი ლინგარდი დაიმატა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი ჯესი ლინგარდი კარიერას „ნოტინგემ ფორესტში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ლინგარდი „ნოტინგემს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ხელფასის სახით კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის გადაბირება „ვესტ ჰემსაც“ სურდა, მაგრამ საბოლოოდ, „ფორესტმა“ გაიმარჯვა.

ჯესი ლინგარდი 2011 წლიდან „მანჩესტერში“ თამაშობდა და 232 მატჩში 35 გოლი გაიტანა, თუმცა, შუალედებში იჯარით „ლესტერში“, „ბირმინგემში“, „ბრაიტონში“, „დერბისა“ და „ვესტ ჰემში“ ირჯებოდა.

შეგახსენებთ, რომ „ნოტინგემ ფორესტი“ ინგლისის პრემიერლიგაში 1999 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

0.11861