ფეხბურთი

20:57 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი უვე ზეელერი გარდაიცვალა

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი უვე ზეელერი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. გერმანული მედიის ცნობით, ვეტერანი მოთამაშემ სიცოცხლის ბოლო წუთები ოჯახის გარემოცვაში გაატარა.

უვე ზეელერმა 1954-1970 წლებში გერმანიის ნაკრებში 72 მატჩი ჩაატარა 43 გოლი გაიტანა. მან „ბუნდესნაკრებთან“ ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე 1966 წელს ვერცხლის, ხოლო 1970 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

უვემ მთელი კარიერა „ჰამბურგში“ გაატარა, რომლის ღირსებას 1954-1972 წლებში იცავდა და 580 თამაშში 490 გოლი გაიტანა.

ზეელერი 1964 წელს ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 1960 წელს კი, „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მესამე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ის გერმანიის სპორტის დიდების დარბაზის წევრია.

0.116021