ფეხბურთი

20:20 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

18 წლის ქართველი ფეხბურთელი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა

თურქეთის სუპერლიგის ბინადარმა „ადანა დემირსპორმა“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხაბულიანი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

თურქულმა კლუბმა ქართველ შემტევს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა სხვა დეტალები უცნობია. „ადანა დემირსპორს“ ვინჩენცო მონტელა წვრთნის და 27 ივლისს, ამხანაგურ მატჩს „ნაპოლისთან“ ჩაატარებს.

18 წლის გიორგი ხაბულიანი აქამდე თბილისის „მერანსა“ და „თელავში“ თამაშობდა, რომლის მაისურით მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ორი გოლი გაიტანა.

0.11726