ფეხბურთი

11:52 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი „ბარსელონას“ მაიამიში შეუერთდა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, გუნდს ამერიკულ ტურნეზე შეუერთდა. მან მალე შეძლო ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება და აშშ-ის ვიზის მიღება - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ჩავი მადრიდში გასული კვირის დასაწყისში გაემგზავრა ვიზის დროულად მისაღებად, თუმცა სირთულეები შეექმნა. საქმე ის არის, რომ ყატარულ „ალ-სადში“ მუშაობისას ის სამჯერ იმყოფებოდა ირანში, რომელთანაც აშშ-ის დაძაბული პოლიტიკური ვითარება აქვს.

ახლა პრობლემები გადაჭრილია და ჩავი მაიამიშია. მორიგ ამხანაგურ მატჩს „ბარსელონა“ 24 ივლისს გამართავს მადრიდის „რელათან.“

0.12181