,,ბასიანი“ ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე იასპარეზებს! ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი საჩივარი დააკმაყოფილა, რის საფუძველზეც ,,ბასიანმა“ ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატის - რეგიონთა თასის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად გადალახა.
სარჩელი ყაზახეთის „კესკელენთან“ 27 ივნისს გამართულ მატჩს ეხებოდა, რომელშიც ყაზახური გუნდის შემადგენლობაში, რეგიონთა თასის დებულების დარღვევით, პროფესიონალმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.
მომდევნო - შუალედურ ეტაპზე „ბასიანი“ მონაწილეობას ევროპის 31 ქვეყნის წარმომადგენელ სამოყვარულო საფებურთო კლუბთან ერთად მიიღებს. წილისყრისა და შესაბამისი კალენდრის მიხედვით, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მატჩებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში გამართავს:
22 აგვისტო, ბასიანი - ცენტრალური შოტლანდია
25 აგვისტო, ბასიანი - აპოელ ბიკატ (ისრაელი)
28 აგვისტო, ბასიანი - ზენიცა-დობოი (ბოსნია)