მიუნხენის „ბაიერნმა“ ოთხშაბათ საღამოს Audi-ს საზაფხულო ტურის ფარგლებში 2022/23 წლების პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ვაშინგტონის „D. C. იუნაიტედთან“ და 6:2 გაიმარჯვა.
გოლებით თავი ორივე ვარსკვლავურმა ახალწვეულმა - სადიო მანემ და მატეის დე ლიხტმა -გამოიჩინა.
ექს-ლივერპულელმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა პენალტით. ნიდერლანდელმა კი 47-ზე შეაგდო. მათ გარდა გოლები მარსელ ზაბიტცერმა, სერჟ გნაბრიმ, ჯოშუა ზირკზეემ და ტომას მიულერმა გაიტანეს.