ტურინის „იუვენტუსმა“ გლეისონ ბრემერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 25 წლის ბრაზილიელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ბრემერის ტრანსფერში „იუვენტუსმა“ 40 მილიონი ევრო და პლუს 7 მილიონის ბონუსი გადაიხადა და ამიერიდან „ტორინოს“ ყოფილი მცველი „იუვეში“ 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც 17 წლის განმავლობაში ჯორჯო კიელინის ემოსა.
„ბებერმა ქალბატონმა“ „ინტერის“ კონკურენცია დაძლია, რომელსაც ბრემერთან შეთანხმება რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა მიღწეული, მაგრამ საბოლოოდ, ტურინელებმა ერთ დღეში შეძლეს კონკურენტის დაჯაბნა.
გლეისონ ბრემერი 2018 წლიდან „ტორინოში“ თამაშობდა და 110 მატჩში 13 გოლის გატანა შეძლო. მან „იუვეში“ მატაის დე ლიხტი უნდა შეცვალოს, რომელიც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. მანამდე ის სამშობლოში, "ატლეტიკო მინეიროს" რიგებში თამაშობდა.