ფეხბურთი

20:39 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომან ფიფია "დინამო თბილისის" გასხვისებას გეგმავს

რომან ფიფია „დინამო თბილისს“ ყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, ფიფია კლუბის გასხვისებას განიხილავს და ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

რომან ფიფიამ „დინამო თბილისი“ 2011 წელს შეიძინა და მას შემდეგ რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელა. თუმცა, კლუბმა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ერთხელაც ვერ შეძლო.

0.132789