ფეხბურთი

14:28 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძემ სეზონი სიმბოლური ნაკრებით დაიწყო

„კრაკოვიას“ მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ სეზონი კარგად დაიწყო და პოლონეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კრაკოველებმა სტუმრად „გურნიკი“ 2:0 დაამარცხეს და ქართველმა ფეხბურთელმა 66-ე წუთამდე ითამაშა. მან მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა, როცა საგოლე პასის ავტორი ერთი შეხებით გაკეთებული გადაცემით ძალიან კარგ პოზიციაში დატოვა. გატანა ოთარს თავადაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა.

„გურნიკთან“ მატჩში პასების სიზუსტის მხრივ თავის გუნდში საუკეთესო იყო 75%-ით. გარდა ამისა, დაცვაშიც კარგად ითამაშა და მეტოქეს ბურთი სამჯერ წაართვა, რაც თანაგუნდელთა შორის ასევე საუკეთესო მაჩვენებელი იყო“, - წერს ექსტრაკლასას ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კაკაბაძე „კრაკოვიაში“ მეორე სეზონს ატარებს, გასულ სეზონში მან პოლონურ გუნდში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.136311