ფეხბურთი

1:45 | 20.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის გამოსასყიდი ფასი 500 მილიონით განსაზღვრა

კატალონიის „ბარსელონამ“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, 33 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ლევანდოვსკის სანაცვლოდ „ბარსამ“ „ბაიერნს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადა და 5 მილიონს გადაუხდის.

საინტერესოა, რომ ესპანურმა კლუბმა პოლონელის გამოსასყიდი ფასი 500 მილიონი ევროთი განსაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ რობერ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014-2022 წლებში თამაშობდა და 375 შეხვედრაში 344 გოლი გაიტანა. მანამდე პოლონელი დორტმუნდის „ბორუსიასა“ და პოზნანის „ლეხის“ ღირსებას იცავდა.

0.111302