მადრიდის „რეალი“ და „ლივერპული“ ინგლისის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს თანახმად, მადრიდული გრანდი მზადაა 19 წლის ინგლისელი ტალანტისთვის ბრძოლაში „ლივერპულს“ კონკურენცია გაუწიოს. ცნობილია, რომ „დორტმუნდი“ ბელინგემს 100 მილიონ ევროდ აფასებს.
შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდში“ 2020 წლიდან თამაშობს და 90 მატჩში 10 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ბირმინგემის“ რიგებში ირჯებოდა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 15-ჯერ აქვს ნათამაშები.