ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირს, რომელიც ორჯერ აქვს მოგებული, პირველივე წრეში გამოეთიშა.
ქართველი 1/16 ფინალში რუს ასლან კარაცევთან პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. თუ პირველ სეტში ბრძოლა იყო და რუსმა 6:4 მოიგო, მეორე სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად დათმო - 0:6. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ქართველმა მხოლოდ ოთხი გათამაშების მოგება მოახერხა.
ნიკოლოზმა 2 ეისი მიითვალა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო კარაცევს 4 ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი 2018 და 2019 წლებში ზედიზედ მოიგო.