„ბარსელონას“ ბრაზილიელი მეკარე, ნორბერტუ ნეტუ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის სამომავლო გეგმებში არ შედის. ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ის კლუბს დატოვებს. 33 წლის ბრაზილიელის ყიდვა კატალონიელებმა „ნაპოლის“ შესთავაზეს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
რას ფიქრობენ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მესვეურები ჯერჯერობით უცნობია,
ნეტუ „ბარსელონაში“ 2019 წელს გადავიდა „ვალენსიიდან“ 26 მილიონ ევროდ. კატალონიელებთან მის არსებულ ხელშეკრულებას ვადა გაისად ივნისში ეწურება.