„ნაპოლიმ“ ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგარდი დაიმატა. ინფორმაცია მისმა ყოფილმა კლუბმა, „ბრაიტონმა“ და იტალიელებმაც ოფიციალურად დაადასტურეს.
ჯერჯერობით, უცნობია ტრანსფერის ფინანსური მხარე და კონტრაქტის ხანგრძლივობა.
ოსტიგარდი გასულ სეზონში იჯარით „ჯენოაში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე არაერთ გუნდში ითამაშა, მათ შორის, „მიოლდეში“, „ვიკინგში“, „ბრაიტონში“, „ზანკტ პაულიში“, „ქოვენთრი სიტისა“ და „სტოკ სიტიში“.