სხვა

23:06 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაფტინგი.ჯი-ს მეხუთე შედეგი სლალომში მსოფლიო თასზე

თურქეთში გრძელდება მსოფლიო თასი ჯომარდობაში - "თურქეთის გრან პრის“ შემდეგი ეტაპი ამჯერად სლალომში გაიმართა.

პირველ საკვალიფიკაციო გაცურვაში ქართული გუნდი რაფტინგი.ჯი მეოთხე იყო, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ წინანდელი შედეგი 30 წამით გააუმჯობესეს, მაგრამ ეს საპრიზო ადგილებისთვის საკმარისი არ გამოდგა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილი დაიკავეს.

აქვე გეტყვით, რომ შეჯიბრი 19 ივლისს გაგრძელდება, ამჯერად მარათონულ დისტანციაზე.

თეგებიჯომარდობა
0.115041