სხვა

3:59 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვინგეგაარდი დაეცა, მაგრამ ლიდერობა შეინარჩუნა

ტურ დე ფრანსის მე-15 ეტაპი რთული გამოდგა ლიდერის, დანიელი იონას ვინგეგაარდისთვის. მან ორი თანაგუნდელი დაკარგა, თავად კი შუა რბოლისას დაეცა, თუმცა რბოლა ტრავმის გარეშე გააგრძელა და უახლოეს მდევარ ტადეი პოგაჩართან უპირატესობაც შეინარჩუნა.

რბოლა კი ბელგიელმა იასპერ ფილიპსენმა მოიგო, ვისთვისაც ეს ფრანგულ ველომარათონზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა. საფინიშო სპრინტში მან თანამემამულე ვუტ ვან აერტი და დანიელი მადს პედერსენი დაამარცხა.

„ეს უდიდესი გამარჯვებაა, რაც შეიძლება ველომრბოლმა ინატროს. შარშან ორჯერ მიზანთან ახლოს ვიყავი. ამჯერად კი ჩვენ გამარჯვება გადავწყვიტეთ და მიხარია, რომ ეს შევძელით. სპრინტერებისთვის ტურზე ბევრი შესაძლებლობა არ არსებობს. ამიტომ, მოთმენა გვიწევდა“, - ყვება ფილიპსენი.

ვინგეგაარდის ჰოლანდიელი თანაგუნდელი სტივენ კროისვიიკი რბოლისას ინციდენტში მოყვა და ასპარეზობას გამოეთიშა. უფრო ადრე კი, კერძოდ ეტაპის დაწყებამდე, რბოლის გაგრძელებაზე უარი თქვა ლიდერის კიდევ ერთმა თანაგუნდელმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა, ვინც წინ ეტაპებზე რამდენჯერმე დაეცა და ველომრბოლმა არაერთი ტრავმა მიიღო.

15 ეტაპის შემდგ, ვინგეგაარდი პოგაჩარს ისევ 2 წუთს და 22 წამს უგებს. მაგრამ ორი ძლიერი თანაგუნდელის გარეშე, პირენეების მთებში გასამართ ორ ეტაპზე, პოგაჩართან პაექრობა გაუჭირდება. თუმცა სლოვენიელსაც რამდენიმე თანაგუნდელი უკვე გამოაკლდა.

ორშაბათს ტური მესამედ დაისვენებს.

0.118308