ფეხბურთი

12:45 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"თელავის" მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა

„თელავის“ მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა. ინფორმაცია კახური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ცეცაძე ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე საქართველოს 16, 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებს ავარჯიშებდა, ასევე იმუშავა გორის „დილაში“, „ლოკომოტივში“, „სამტრედიაში“, „საბურთალოსა“ და ლვოვის „კარტაპიში“. მან „სამტრედიას“ 2016 წელს ისტორიაში პირველად მოაგებინა საქართველოს ჩემპიონატი.

„თელავი“ ეროვნულ ლიგაში 20 ტურის შემდეგ 25 ქულით მეექვსე ადგილზეა, 13 აგვისტოს კი, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.

0.103542