ფეხბურთი

0:18 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელია ინსინიეს ღირსეული შემცვლელი იქნება"

დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" დიმაროს სპორტულ ცენტრში მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ნეაპოლელელები სერია B-ს ბინადარ "პერუჯას" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმი ითამაშა დ მატჩის მეხუთე წუთზე ბრწყინვალე გოლიც გაიტანა. კვარამ შესანიშნავი დრიბლინგი განახორციელა, ანგისასთან კედელი გაითამაშა და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.

კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით თამაში ბრწყინვალედ დაიწყო - 2 მატჩში 3 გოლი და საგოლე პასი.

დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩაზე "ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა.

"კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ჩვენს თამაშში ხარისხი შემოიტანა. ის ისეთი ჩემპიონის ღირსეული შემცვლელი იქნება, როგორიც ინსინიეა", - თქვა პალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ორ ამხანაგურ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან ორივე შეხვედრაში მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა. "ნაპოლი" მომდევნო სპარინგს 27 ივლისს, "ადანა დემირსპორთან" ჩაატარებს.

ტატო ნიკურაძე

0.108742