ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე 15 წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრები 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და ორივემ მედალი მოიპოვა. მირანდა კაპანაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ანა გოდელაშვილი ბრინჯაოს.
მირანდა კაპანაძე (50 კგ) ასპარეზობაში 1/8 ფინალიდან ჩაერთო. ქართველმა გოგონამ ესტონელი დარია იერემეიევა, უკრაინელი ვერინიკა პავლიჩენკო დაამარცხა და ასევე უკრაინელი იელიზავეტა ლუცენკო დაამარცხა. ფინალში ნიდერლანდელ კსილა ჯოსეფინ ვან ოსთან დამარცხდა.
ანა გოდელაშვილმა (66 კგ) ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო და პოლონელი ოლივია ვიკტორია დელონგი, ბულგარელი ნატალია ჰრისტოვა დინევა დაამარცხა. ნახევარფინალში უკრაინელ ხრისტინა დემჩუკთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა კი, ლატვიელ ვიკტორია ირკლეს მოუგო.