ფეხბურთი

14:24 | 17.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის დინამოს პოტენციური მეტოქეები ლეხის დამარცხების შემთხვევაში

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე ბრატისლავას "სლოვანის" წინააღმდეგ 1:2 დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ ბათუმელებისთვის ევროსეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ბათუმის "დინამო" ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს, სადაც მისი პირველი მეტოქე პოლონური "ლეხ პოზნანი" იქნება. პოლონური გუნდის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი -ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან. პირველი შეხვედრა 21 ივლისს პოზნანში, განმეორებითი 28 ივლისს ბათუმში გაიმართება.

უკვე, ცნობილია იმ სავარაუდო გუნდების ვინაობაც, რომლებიც შესაძლოა ბათუმის "დინამოს" შეხვდეს, თუ აჭარული გუნდი "ლეხ პოზნანის" ბარიერს დაძლევს.

"დინამო ბათუმის" პოტენციური მეტოქეები

"რფს" (ლატვია)

"ლა ფიორიტა" (სან მარინო) / "ბალკანი" (კოსოვო)

"ვიკინგური" (ისლანდია) / "ნიუ სეინტსი" (მალტა)

"სუტიესკა" (მონტენეგრო) / კლაქსვიკი" (ფარერები)

"ჰიბერნიანსი" (მალტა) / "ლევადია" (ესტონეთი)

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ხვალ გაიმართება. რაც შეეხება "ლეხ პოზნანს". ბათუმის "დინამოს" მსგავსად ამ გუნდმაც ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, მაგრამ აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან" დამარცხდა.

ცნობილია თბილისის "საბურთალოს" პოტენციული მეტოქეებიც. თუ ლაშა ნოზაძის გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის "სტიაუას" დაამარცხებს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ამ მეტოქეებიდან ერთ-ერთს შეხვდება:

„რუჟომეროკი“ (სლოვაკეთი) / „რიგა“ (ლატვია)

„კიზილჟარი“ (ყაზახეთი) / „ოსიეკი“ (ხორვატია)

„ვიკინგური“ (ფარერები) / „დუნაისკა სტრედა“ (სლოვაკეთი)

„გზირა იუნაიტედი“ (მალტა) / „რადნიჩკი“ (სერბეთი)

„გომელი“ (ბელარუსი) / „არისი“ (საბერძნეთი)

შეგახსენებთ, რომ "საბურთალომ" პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირანას "პარტიზანი" პენალტების სერიაში 5:4 (0:1, 1:0) დაამარცხა.

ტატო ნიკურაძე

0.126373