ნაგოია ბაშოზე პირველად, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი დადებითი ბალანსისთვის იბრძვის და უკვე 5 მოგება დაუგროვდა.
ტოჩინოშინის მეტოქე დღეს მე-11 მაეგაშირა მიდიროფუჯი იყო, რომელსაც ადვილად - ჰატაკიკომის ილეთით აჯობა. ეს წყვილის მე-3 ორთაბრძოლა იყო და ურთიერთშეხვედრებში ტოჩიმ პირველად მოიგო. (1:2)
ჩვენებური ზაფხულის სუპერტურნირის მე-9 საშეჯიბრო დღეს კარგად ნაცნობ ჩიიოტარიუს შეხვდება. მე-10 მაეგაშირასთან ტოჩის 16 ბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთაგანაც 11 მოიგო და მხოლოდ 5-ჯერ დამარცხდა.
ქართველ გოლიათს ივლისის ბაშოზე 5 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და დადებით ბალანსამდე დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან, მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება.