პოლონეთის ექსტრაკლასას ახალი სეზონი ლუკა ზარანდიამ საგოლე პასით გახსნა. კიელცეს „კორონამ“, რომლის რიგებშიც ქართველი თამაშობს და რომელიც უმაღლეს დივიზიონში წელს დაბრუნდა, ვარშავის „ლეგიასთან“ ქულა მოიპოვა.
დედაქალაქელები 73-ე წუთზე დაწინაურდნენ, ერთ წუთში მოედანზე ზარანდია გამოჩნდა, რომელმაც 82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან პასი იაკუბ ლუკოვსკის გაუკეთა და მანაც მეტოქის კარი დალაშქრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1).
„კორონა“ მეორე ტურში 23 ივლისს, სტუმრად ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიას“ დაუპირისპირდება.