საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის სერიები გამარჯვებით დაასრულა და პორტუგალია დაამარცხა.
ქუთაისში, „აია არენაზე“ „ბორჯღალოსნებს“ მეტოქემ არაფერი დაუთმო და ბოლო წუთამდე გადაწყვეტილი არაფერი იყო, მაგრამ საქართველომ საბოლოოდ, 23:14 მოიგო.
პირველმა ტაიმმა ლელოს გარეშე ჩაიარა და გუნდები მხოლოდ ჯარიმებს დასჯერდნენ. თედო აბჟანდაძის სამ ჯარიმას სტუმრებმა ორი ჯარიმით უპასუხეს და 9:6. მეორე ტაიმის დასაწყისში პორტუგალიამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მალევე მირიან მოდებაძემ ლელო მიითვალა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა. თამაში მაინც დაიძაბა, რადგან 75-ე წუთზე პორტუგალიელებმაც შეძლეს ლელოს დადება და გარდასახვაც რომ გაეტანათ, ანგარიშს გაათანაბრებდნენ, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა - 16:14.
აი, შეხვედრის ბოლო წუთზე კი ლელო დავით ნინიაშვილმა გაიტანა, გარდასახვა აბჟანდაძემ და საბოლოოდ, 23:14.
საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის სერიების ფარგლებში 2 მატჩი მოიგო და 1 წააგო. „ბორჯღალოსნებმა ჯერ არგენტინა XV-თან წააგეს, მაგრამ შემდეგ იტალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, სერიები კი პორტუგალიასთან მოგებით დაასრულეს.
საქართველო - პორტუგალია 23:14 (9:6)