ფეხბურთი

15:12 | 16.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ემბოლო დაიმატა

შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ბრილ ემბოლო კარიერას „მონაკოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

25 წლის ფეხბურთელმა „მონეგასკებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ღირებულება კი უცნობია.

ემბოლო ბოლოს „გლადბახში“ თამაშობდა, რომლის მაისურით 106 მატჩში 25 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ბაზელისა“ და „შალკეს“ ღირსებას იცავდა.

0.118757