ივლისის ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა და ისევ დადებითი ბალანსი გაუხდა.
ქართველი სუმოისტი მე-5 მაეგაშირა ასადანოუმის გაეჯიბრა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში მოგება მოახერხა. ლევან გორგაძემ მეტოქეს ქამარში ხელი ჩაავლო, რის შედეგადაც იორიკირის ილეთით გამარჯვება მოიპოვა.
ამრიგად, ტოჩინოშინს 4 მოგების საპირწონედ 3 წაგება და აქვს დადებითი ბალანსი გააჩნია, ხოლო მომდევნო ბრძოლას 17 ივლისს, მიდორიფუჯისთან გამართავს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობს ფლობს - 4 გამარჯვება და 3 მარცხი.