ფეხბურთი

20:51 | 15.07.2022 | ნანახია 416 - ჯერ

“აჭარაბეთ არენაზე“ რევაზ ჩელებაძის ვარკვლავი გაიხსნა

ეს არის პირველი ვარსკვლავი რომელიც “აჭარაბეთ არენაზე“ გაიხსნა და ამით ერთგვარ ტრადიციასაც ჩაეყარა საფუძველი, რადგან “აჭარაბეთ არენაზე“ შეიქმნება ვარსკვლავთა ხეივანი.

“წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, ეს არის საუკუნის საჩუქარი.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კი “აჭარაბეთს“ რადგან სწორედ მათი ინიციატივით და მხარდაჭერით გაიხსნა ჩემი ვარსკვლავი, თანაც ჩემს კუთხეში „აჭარაბეთ არენაზე.“ ეს პირველი ვარკვლავია რომელიც გაიხსნა და მე უბედნიერესი ადამიანი ვარ რადგან ვხედავ რომ ჩემი ამაგი, თუკი რამე გამიკეთებია დაფასდა და თანაც სასწაულად დაფასდა“.- განაცხადა რევაზ ჩელებაძემ.

“ რევაზ ჩელებაძე, კოლეგის გარდა არის ძალიან დიდი მეგობარი, ძმასავით არის და ყველანი გახარებულები ვართ მისი ვარსკვლავის გახსნით.

დიდი საქმე გაკეთდა და ამისთვის დიდი მადლობა აჭარაბეთს“-განაცხადა ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ვოვა გუცაევმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:42 | 15.07.2022
dinamo222 (8587)

მაგარი იყო ჩელე და მამდვილად ღირსია ვარსკვლავის ! მაგრამ გვერდით რომ უდგას ლეგენდა იმას რატომ არ უხსნიან ???

21:58 | 15.07.2022
kobaSP (4625)

მართალი ხარ მეგობარო! არ ვიცით საკუთარის დაფასება!! არც გუცაევი, არც დარასელია... არ არიან სათანადოდ დაფასებულები...
"დინამო"-ზე ჩივაძის სახელობის ტრიბუნა გახსნეს და... და ამით "ჩაფარცხეს" მთელი ღვაწლ-ამაგის დაფასება...
რა დაფასებაზე ვსაუბრობთ, როცა სტადიონს ერქვა "ბორის-პაიჭაძე" და "დინამო-არენა" შეუწყვილეს... კიდევ კარგი, ყიფიანის სახელობისაა თასი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.067195
სარეკლამო ადგილი - 99
X x X