ძიუდო

18:02 | 15.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი ზაგრების გრან პრის ფინალშია

ზაგრების გრან პრიზე ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის იბრძვის. ქართველი ძიუდოისტი ხორვატიის დედაქალაქში შესანიშნავად ასპარეზობს და ფინალში გასვლა მოახერხა.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრიტანელი ასელია ტოპრაკი და შვეიცარიელი ოლივია გერტში დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ხორვატ ტიჰეა ტოპოლოვეჩს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც კუბელ არნაეს ოდელინ გარსიასთანაც იმარჯვა და ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე კანადელი კრისტა დეგუჩი იქნება.

60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი აქვს გიორგი სარდალაშვილს, რომელმაც ჯერ ტაჯიკი მუჰამადსოლე ქუვატოვი დაამარცხა, მერე ბრაზილიელ მათეუს ტაკაკისაც აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ფრანგ მაქსიმ მერლინთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ტაჯიკ ჰაკბერდი ჯუმაიევს გაეჯიბრა, რომელიც დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდება.

66 კგ წონით კატეგორიაში პირველივე წრეში დამარცხდა ტოკიო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩთან ვერაფერს გახდა და შესაბამისად, უმედლოდ დარჩა.

0.12619