„მილუოკი ბაქსმა“ NBA-ს საზაფხულო ლიგაში ბოლო მატჩი ჩაატარა და „დალას მავერიქსი“ 100:89 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილი ამჯერადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 28:05 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 სამქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო და 4 ორქულიანი ჩააგდო.
მასზე შედეგიანი პარკეტზე მხოლოდ ორი მოთამაშე იყო - მოზეს რაიტი (26 ქულა) და ლინდლ უიგინტონი (25 ქულა).
ამრიგად, „მილუოკი ბაქსიმ“ NBA-ს საზაფხულო ლიგა 3 მოგებით და 1 წაგებით დაასრულა, ხოლო მამუკელაშვილმა ამ შეხვედრებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.