თბილისის „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირანას „პარტიზანის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, მისმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლა ძირითად დროშივე შეეძლოთ.
“პირველ რიგში ვულოცავ “საბურთალოს” გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ყველას ამ გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. პირველ მატჩში გვქონდა გარკვეული შეცდომები, შეიძლება რაღაცები მეც ისე იდეალურად ვერ გავაკეთე, თუმცა მეორე მატჩში გამოვასწორეთ ბევრი რამ და შემდეგ ეტაპზე გავედით. ტირანაში მრავლად შევქმენით საგოლე მომენტი, შეიძლებოდა ამ თამაშის 90 წუთში ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტა, თუმცა ისე მოხდა, რომ გამარჯვებული თერთმეტმეტრიანებმა გამოავლინა. “საბურთალო” ახალგაზრდული კლუბია, რომლის რიგებში ბევრი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი თამაშობს. იმედი მაქვს, ახალგაზრდები გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად “საბურთალოს” წინსვლას და ბევრ სიხარულს მოუტანენ", - თქვა ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალომ“ „პარტიზანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის „სტიაუას“ შეხვდება. პირველი მატჩი 21 ივლისს საქართველოში, საპასუხო კი 28 ივლისს რუმინეთში გაიმართება.