„ნაპოლი“ კალიდუ კულიბალის შემცვლელს ეძებს, რომელიც ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და დღეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.
იტალიური მედიის ცნობით, სენეგალელის შეცვლის პირველი ვარიანტი „ფენერბაჰჩეს“ მცველი კიმ მინ-ჯაე გახლავთ. 25 წლის სამხრეთკორეელს „ნაპოლი“ დიდი ხანია აკვირდება და ახლა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
ნეაპოლიტანელები თურქულ კლუბს 15 მილიონ ევროს სთავაზობენ და სავარაუდოდ, ტრანსფერი წარმატებით დაიხურება. აღსანიშნავია, რომ კიმით დაინტერესებას „რენიც“ იჩენდა, მაგრამ მას იტალიაში გადასვლა უნდა და როგორც ცნობილი გახდა, „ფენერბაჰჩეში“ აღარც ვარჯიშობს.
კიმ მინ-ჯაემ „ფენერბაჰჩეში“ გასულ სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჯეონბუკისა“ და ჩინური „ბეიჯინგ გუოანის“ ღირსებას იცავდა, სამხრეთ კორეის ნაკრებში კი 42 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.