ფეხბურთი

16:29 | 14.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" 22 წლის მცველი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა კამბიასოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელმა მცველმა „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

კამბიასოს სანაცვლოდ „იუვემ“ 4 მილიონი ევრო გაიღო და გარდა ამისა, „ჯენოას“ რადუ დრაგუშინი დაუთმო.

კამბიასო მარცხენა მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც თამაში შეუძლია. მან გასულ სეზონში სერია A-ში 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ ანდრეას „იუვე“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ერთი წლით „ბოლონიაში“ გაანათხოვრებს.

22 წლის ფეხბურთელს „ჯენოას“ გარდა, „ალბისოლას“, „სავონას“, „ალესანდრიასა“ და „ემპოლიში“ აქვს ნათამაშები, ხოლო იტალიის 21-წლამდე ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

0.117416