"დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ "სლოვანთან" მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბოლო წუთებში მის გუნდს რესურსი არ ეყო, ბურთი ვეღარ გააკოტროლა და ამიტომ, დამარცხდა.
"ბოლო წუთებში რესურუსი აღარ გვეყო. დავკარგეთ ჩვენი ძლიერი მხარე. დამატებით დროში ბურთი დავკარგეთ და ტერიტორია, რითიც მეტოქემ ისარგებლა. ყველა განვიცდით ამ მარცხს. ახლა არაა დასკვნების დრო და ალბათ გავაანილიზებთ ჩვენს შეცდომებს. ფეხბურთელებს დასვენების დღე მივეცი, იფიქრებენ და ჩვენც დავფიქრდებით.
რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. ამ ეტაპზე გაძლიერება არ იგეგმება. არ გამოვრიცხავ სამომავლოდ გაძლიერებას, მაგრამ "ლეხთან" მატჩისთვის ამას არ ვფიქრობთ. ნათქვამია ძლიერებს უმართლებთო და დღეს, როგორც სჩანს, "სლოვანი" უფრო ძლიერი აღმოჩნდა", - თქვა გეგუჩაძემ.
შეგახსენებთ, რომ "დინამო ბათუმი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა, სადაც პოზნანის "ლეხს" შეხვდება. პოლონურ გუნდშიც ქართველები თამაშობენ - გიორგი წიტაიშვილი და ნიკა კვეკვესკირი.
ტატო ნიკურაძე