ფეხბურთი

19:44 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონური მედია: გურამ გიორბელიძე ეკსტრაკლასას გუნდში გადასვლასთან ახლოსაა

საქართველოს ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველი გურამ გიორბელიძე კარიერას ლუბინის „ზაგლებიეში“ გააგრძელებს.

როგორც პოლონური გამოცემა meczyki იტყობინება, გიორბელიძე პოლონურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ამ კვირაში გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

„როგორც გავარკვიეთ, ორივე კლუბი ბოლო სატრანსფერო დეტალებს აზუსტებს. მალე გიორბელიძე სამედიცინო შემოწმებას პოლონეთში გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს. ეს უნდა ამ კვირის ბოლომდე უნდა მოხდეს“, - წერს პოლონელი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩიკი.

შეგახსენებთ, გურამ გიორბელიძე „ვოლფსბერგერს“ 2020 წელს შეუერთდა და პირველ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, ხოლო გასული სეზონი იჯარით დრეზდენის „დინამოში“ გაატარა და მოედანზე 18-ჯერ გავიდა. გურამი მანამდე „სიონსა“ და „დილაში“ თამაშობდა, საქართველოს ნაკრებში კი 9 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ ლუბინის „ზაგლებიეში“ კარიერას „დინამო ბათუმის“ ნახევარმცველი თორნიკე გაფრინდაშვილიც გააგრძელებს.

0.116533