ფეხბურთი

0:22 | 13.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "მეცში" ემზადება და ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა

ფრანგული „მეცი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და გიორგი მიქაუტაძემ „სედანთან“ ამხანაგურ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

მიქაუტაძე მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და თავის 79-ე წუთზე გამოიჩინა, რითაც ანგარიში 3:2 გახადა. თუმცა, მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა - 3:3.

მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ჯერ უცნობია, მომდევნო სეზონს ამ კლუბში გაატარებს თუ არა, მაგრამ ჯერჯერობით გუნდთან ერთად ემზადება.

„მეცი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 16 ივლისს, „ტრუასთან“ გამართავს, ხოლო ლიგა 2-ის პირველ ტურში 30 ივლისს, „ამიენს“ შეხვდება. ფრანგული კლუბი ლიგა 1-დან გასულ სეზონში გავარდა და შესაბამისად, მომდევნო სეზონს ქვედა ლიგაში გაატარებს.

0.115196