ფეხბურთი

23:12 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" ალესიო რომანიოლი დაიმატა

რომის „ლაციომ“ „მილანის“ ყოფილი კაპიტანი ალესიო რომანიოლი დაიმატა. 27 წლის მცველმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რომანიოლი, რომელმაც „მილანი“ 30 ივნისს დატოვა, „ლაციალეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ რომანიოლი „რომას“ აკადემიაში გაიზარდა და პროფესიონალურ დონეზეც პირველად „ჯალოროსიში“ ითამაშა, თუმცა ის არასდროს მალავდა, რომ ბავშვობიდან „ლაციოს“ გულშემატკივარი იყო.

ალესიო „მილანს“ 2015 წელს „სამპდორიადან“ შეუერთდა და მას შემდეგ 247 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. 2018 წელს ის გუნდის კაპიტანი გახდა, მაგრამ გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, ხოლო 30 ივნისს „როსონერისთან“ კონტრაქტიც ამოეწურა, რომელიც არ განახლებულა. 27 წლის რომანიოლის იტალიის ნაკრებში 12 მატჩში 2 გოლი აქვს აქვს გატანილი.

0.118085