ფეხბურთი

19:14 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "საქართველო ჩემი მეორე სახლია და აქ, როგორც მტერი არ ჩამოვსულვარ"

ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავას "სლოვანის" განმეორებითი მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა სლოვაკური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა. სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ბედნიერია საქართველოში დაბრუნებით და აქ, როგორც მტერი ისე არ ჩამოსულა.

"ძალიან ემოციურია საქართველოში დაბრუნება. აქ ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, ბოდიში ფინალის წაგებისთვის, მაგრამ ეს ქვეყანა ჩემს მეორე სახლად მიმაჩნია. საქართველოში არ ჩამოვსულვარ როგორც მტერი, არამედ ჩამოვედი როგორც მეტოქე. ვიცი, ხვალ საოცარი ატოსფერო იქნება მოედანზე.

გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან დიდი ტალანტია.სამწუხაროდ, ტრავმებმა მისი კარიერა ისე ვერ წარმართა, როგორსაც ყველა ელოდა, მაგრამ მაქ აქვს მონაცემები დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. მას სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის ხვალინდელ შეხვედრაშიც დაამტკიცებს თავის შესაძლებლობებს", - -თქვა ვლადიმირ ვაისმა.

ბათუმის "დინამო" ბრატისლავას "სლოვანის" მატჩი ხვალ 21:00 საათზე გაიმართება და მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ტატო ნიკურაძე

0.116729