ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ტურნირში ჩაერთო, მაგრამ პირველივე წრეში ფრანგ უგო გასტონთან შეხვედრას მეორე სეტში ჩაეხსნა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი დაძაბულ ბრძლაში, ტაიბრეიკზე წააგო - 6:7 (6:8), ხოლო მეორე სეტში 0:3 მარცხდებოდა, როცა შეხვედრა ვეღარ გააგრძელა, შესაბამისად, ასპარეზობა დაასრულა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ტრავმა გახდა.
ბასილაშვილი პირველ სეტს დამაჯერებლად, 5:2-ს იგებდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ხოლო მეორე სეტში ბრძოლა პრაქტიკულად არ ყოფილა.
ამრიგად, ქართველმა ჩოგბურთელმა შვედეთში გამოსვლა დაასრულა.