იაპონიაში გრძელდება ნაგოია ბაშო, რომლის მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი სუმოისტი, რომელიც აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, შიმანოუმის შეხვდა და ჰატაკიკომით მისი დამარცხება სწრაფადვე მოახერხა.
ლევან გორგაძეს სამი შეხვედრის შემდეგ დადებითი ბალანსი აქვს - 2 მოგება და 1 წაგება.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ტობიძარუ იქნება. მას ქართველი აქამდე ოთხჯერ შეხვდა და ერთხელ დაამარცხა, სამჯერ კი თავად განიცადა მარცხი.