სხვა

3:50 | 12.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰამელი ოლიმპიური ჩემპიონი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს

400 მეტრზე სპრინტში მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბაჰამელი სტივენ გარდინერი, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მალე აშშ-ის ქალაქ იუჯინში (შტატი ორეგონი) დაიწყება, ქუსლის მყესის ანთების გამო ვერ იასპარეზებს.

„იმის ნაცვლად, რომ სარბენი ფეხსაცმელი ჩავიცვა, ექიმებმა სასეირნო ფეხსაცმლის მორგება მირჩიეს. ამ რჩევით განადგურებული ვარ. მაგრამ ჩემი კარიერით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა გარდინერმა.

მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს შეერთებული შტატები პირველად მასპინძლობს. ის პარასკევს დაიწყება. გარდინერის გარდა, მასში მონაწილეობას კიდევ რამდენიმე სახელოვანი ათლეტი ვერ მიიღებს. მათ შორისაა ქალთა მარათონის ოლიმპიური ჩემპიონი, კენიელი პერეს ჯეპჩირჩირი, ვისაც მარჯვენა თეძოს ტრავმა აქვს.

გარდინერი, ვისაც მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატზე, ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული, ამ სეზონში თავის დისტანციაზე მეხუთე უსწრაფესია. ივნისში მან ბრილიანტის ლიგის პარიზული შეხვედრა მოიგო.

0.118443