რაგბი

21:34 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაგბის რეიტინგი: საქართველო დაწინაურდა, საფრანგეთი ისტორიაში პირველად გალიდერდა

მსოფლიო რაგბიმ სანაკრებო რეიტინგი ოფიციალურად განაახლა და როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს ნაკრებმა იტალიას გადაასწრო.

„ბორჯღალოსანთა“ აქტივში ამჟამად 74.51 ქულაა და მე-12 ადგილზე აღზევდა. მანამდე ლევან მაისაშვილი გუნდი მე-13 პოზიციას იკავებდა. თავის მხრივ, იტალია ბათუმში მარცხის შემდეგ მე-12 პოზიციიდან მე-14 ადგილზე დაქვეითდა.

დიდი ცვლილებებია მოწინავე ათეულში და რეიტინგს ახალი ლიდერი ჰყავს - საფრანგეთი. „ლე ბლე“ რაგბის რეიტინგის სათავეში ისტორიაში პირველად მოექცა. ორი ადგილით დაწინაურდა ირლანდია და მეორე საფეხურზეა, ხოლო ყოფილი ლიდერი სამხრეთ აფრიკა მესამე პოზიციაზე დაქვეითდა. ასევე ორი საფეხურით განიცადა რეგრესი ახალმა ზელანდიამ, რომელიც მეოთხეა, ხოლო ხუთეულში ინგლისმა ადგილი ავსტრალიას გაუცვალა.

1. საფრანგეთი - 89.41 ქულა

2. ირლანდია - 88.79

3. სამხრეთ აფრიკა - 88.61

4. ახალი ზელანდია - 88.17

5. ინგლისი - 85.14

6. ავსტრალია - 83.28

7. შოტლანდია - 82.99

8. უელსი - 81.28

9. არგენტინა - 79.39

10. იაპონია - 77.74

11. ფიჯი - 76.62

12. საქართველო - 74.51

13. სამოა - 74.21

14. იტალია - 73.29

15. ესპანეთი - 69.27

0.111469