ჭიდაობა

18:53 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი ქვიშის ჭიდაობაში, წინა ეტაპების მსგავსად, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა მოჭიდავეებმა კატერინში (საბერძნეთი) გამართულ შეჯიბრებაზე, ოთხივე წონით კატეგორიაში მოიპოვეს მედალი და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). ორი მედალია მოპოვებულ 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დავით ხუციშვილმა ვერცხლის, დავით ფირუზაშვილმა კი ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს ასპარეზობა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 115 ქულა მოაგროვა და 60 ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ აზერბაიჯანს. 44 ქულით მესამე ადგილი ერგო რუმინეთს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია სპორტსმენებისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯემალ კილაძის გარდა, წარმოდგენილი იყო მსაჯით - რუსლან დარსანიათი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქვიშის სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.

GEONOC.ORG.GE

0.117605