ფეხბურთი

17:30 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეშს MLS-ში იწვევენ

ვეტერანმა ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს.

39 წლის ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ აპირებს, უფრო მეტიც, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში თამაში სურს და ახალ კლუბს ეძებს. ესპანური მედიის ცნობით, დანის MLS-ის ბინადარი „სიეტლი“ ეპატიჟება, თუმცა პირობები უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ დანი ალვეში მანამდე მექსიკურ კლუბებსაც დაუკავშირეს. შეგახსენებთ, ბრაზილიელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი „ბარსელონაში“ გაატარა, თუმცა, კატალონიური კლუბი 30 ივნისს დატოვა.

0.113001