„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯანლიუიჯი ბუფონმა, ჟურნალისტებს ანხელ დი მარიას ტურინულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით გაუზიარა თავისი აზრი.
„ის ყოველთვის ოდნავ ჩრდილში იდგა და არ მესმის, ზოგჯერ ფეხბურთი ისეთ გაუგებარ ლოგიკას რატომ მიჰყვება.
ჩვენ ნამდვილ ტოპ-მოთამაშეზე ვსაუბრობთ, რომელსაც თანაგუნდელების გამო ყველაფრის გაღება შეუძლია. ჩემს გუნდში ის ყოველთვის ითამაშებდა. მისი ტურინში გადასვლა ნამდვილი გადატრიალებაა. ალეგრი სწორად მოიქცა, როცა მისი გადაყვანა დაიჟინა.
ისეთი განცდა მაქვს, რომ დი მარიას იტალიაში სათანადოდ არ აფასებენ. თუმცა, მალე მიხვდებიან მის მნიშვნელობას.“ - ციტირებს ბუფონის სიტყვებს La Stampa.