ძიუდო

19:54 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილის ვერცხლის მედალი ბუდაპეშტის გრანდ სლემზე

ბუდაპეშტის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო, ხოლო მეორე წრეში ამერიკელ დომინიკ როდრიგესს აჯობა. შემდეგ მან მონღოლი ოდბაიარ განბაატარი და იტალიელი ფაბიო ბაზილეც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც პოლონელ ადამ სტოდოლსკისაც აჯობა. ლაშა ფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს შეხვდა, რომელთანაც დამატებით დროში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

81 კგ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილი და ზაურ დვალაშვილი უმედლოდ დარჩნენ. შერაზადიშვილმა პირველ წრეში ბრიტანელი ლაჩლან მურჰიდი დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში საამიროების სახელით მოასპარეზე ქართველ, ნუგზარ ტატალაშვილთან მარცხი განიცადა და ასპარეზობა დაასრულა. დვალაშვილმაც შეძლო პირველი წრის დაძლევა უნგრელი ბენდეგუზ დემეტერის ძლევით, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ ზელიმ ტჩკაევთან წააგო და მელიდ გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ამ დროისთვის 3 მედალია. შავდათუაშვილამდე გუშინ, ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლის მედალი, ხოლო თემურ ნოზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეჯიბრის ბოლო საშეჯიბრო დღეს (10 ივლისს) ტატამიზე 7 ქართველი გავა (5 ვაჟი და 2 ქალი).

0.119506