მილანის „ინტერმა“ სამირ ჰანდანოვიჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და სლოვენიელი „ნერაძურის“ კარს 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
მხარეებმა შეთანხმებას დიდი ხნის წინ მიაღწიეს, ამჯერად კი კონტრაქტს ხელი მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ „ინტერმა“ „აიაქსიდან“ ანდრე ონანა დაიმატა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ თქვა, რომ მომდევნო სეზონში პირველი მეკარე ჰანდანოვიჩი იქნება, ხოლო ონანა - მეორე.
38 წლის სლოვენიელი „ინტერს“ 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ 439 თამაში ჩაატარა. მანამდე ის „დომჟალეში“, „ზაგორიეში“, „ტრევიზოში“, „ლაციოში“, „რიმინისა“ და „უდინეზეში“ ირჯებოდა.