ძიუდო

16:24 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილმა ორ მეტოქეს აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა

უნგრეთში მიმდინარე ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ალშა შავდათუაშვილი მეოთხედფინალიში გავიდა. ქართველი ძიუდიუსტი, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, პირველ წრეში ტავისუფალი იყო.

ლაშამ მეორე წრეში ამერიკელი დომინიკ როდრიგესი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი მონღოლელ განბაატარ ოდბაიერს დამატებით დროში აჯობა.

შავდათუაშვილი მეოთხედფინალში იტალიელ ფაბიო ბაზილეს შეხვდება. დღესვე 81 კილოგრამ წონუით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილმა პირველ წრეში ბრიტანელ ძიუდოისტს აჯობა, ხოლო შემდეგ ნუგზარ ტატალაშვილტან დამარცხდა. ტატალაშვილი რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით გამოდის, მეოთხედფინალშია და იტალიელ ესპოსიტოს ხვდება.

ამავე წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილიც ასპარეზობდა, რომელმაც მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო უნგრელი მეტოქის წინააღმდეგ და თავად აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევთან წააგო.

გეტყვით, რომ გუშინ 3 ქართველი ძიუდოისტი გამმოდიოადა, რომელთაგანაც ლუხუმ ჩხვიმიანმა ვერცხლი, ხოლო თემურ ნოძაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ფინალური ბლოკი დღეს 19:00 საათზე დაიწყება.

0.127355